|
2023-07-18 09:42:59, 543 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს იუსტიციის სახლის კონცეფცია გააცნო
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უზბეკეთის პრემიერ-მინისტრს, აბდულა არიპოვს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ უმასპინძლა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზბეკეთის სახელმწიფო დელეგაციას სერვისების მიწოდების ქართული გამოცდილება გაუზიარა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, უზბეკეთის დელეგაცია, ასევე, გაეცნო იუსტიციის სამინისტროს ქართულ ინოვაციას – იუსტიციის სახლებს პენიტენციურ დაწესებულებებში. "რატი ბრეგაძემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებელზე, მათ შორის, ისეთ ქართულ ინოვაციურ პროექტზე, როგორიცაა მობილური იუსტიციის სახლი, რომელიც უკვე მთელ საქართველოს ფარავს. იუსტიციის მინისტრმა უზბეკეთის დელაგაციას ასევე საქართველოში სასჯელის აღსრულების მიმართულებით ერთ-ერთი წარმატებული რეფორმა ,,პრობბოქსი" გააცნო. ,,პრობბოქსი" ევროპაში პირველი ტექნოლოგიური მოწყობილობაა, რომელშიც ყველა ის სერვისია ინტეგრირებული, რომელთა სარგებლობისთვისაც პრობაციონერებს აქამდე პრობაციის ბიუროებში სჭირდებოდათ მისვლა. უზბეკეთის პრემიერთან შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე",- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)