|
2023-07-17 13:20:02, 709 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - წყნეთში, სადაც ტრაგედია მოხდა, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა
წყნეთში, სადაც ტრაგედია მოხდა, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წყნეთში 16 წლის ბიჭის დენის დარტყმის შედეგად გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა. კალაძის თქმით, მოსამზადებელი სამუშაოები ტრაგედიამდე ორი დღით ადრე დაიწყო, რაც მომხდართან კავშირში არ არის. „რაც შეეხება დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, შაბათს ტერიტორიაზე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, კვირას აღნიშნული სამუშაოები არ ჩატარებულა, ხოლო ორშაბათს უბედური შემთხვევა მოხდა. ყველა სამუშაოს დროს, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები არის გათვალისწინებული. კონკრეტულად ამ შემთხვევაში, მოსამზადებელი სამუშაოები მის მოწყობასაც გულისხმობდა. უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ იყო დაწყებული, მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები, რომ ტერიტორიაზე ღობე და შესაბამისი უსაფრთხოების ნორმები ყოფილიყო გათვალისწინებული“, - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, 10 ივლისს წყნეთში, ე.წ. სამთავრობო ზონაში 16 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)