|
2023-07-15 12:26:35, 932 ნახვა
საზოგადოება
კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი ორგანოს 37-ე შეხვედრას თბილისი უმასპინძლებს
კორეის რესპუბლიკაში, ქალაქ სონგდოში, კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი ორგანოს, საბჭოს რიგით 36-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საბჭოს მომდევნო შეხვედრა, მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს, საქართველოში, თბილისში ჩატარდება. აღნიშნულ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გადაწყვეტილებას საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. "კლიმატის მწვანე ფონდი მსოფლიოს უდიდესი ფონდია, რომელიც განვითარებად ქვეყნებს ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების განხორციელებაში. ქ. სონგდოში გამართულ საბჭოს რიგით 36-ე შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი დაესწრო. ნინო თანდილაშვილი აღნიშნული საბჭოს წევრია და აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფს წარმოადგენს. შეხვედრაზე დამტკიცდა 2024-2027 წლების კლიმატის მწვანე ფონდის სტრატეგიული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს განვითარებადი ქვეყნების ხელშეწყობას კლიმატის ცვლილების კუთხით ქვეყნის ეროვნული პრიორიტეტების განხორციელებაში. საბჭოს შეხვედრის ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის აკრედიტაციის კომიტეტის შეხვედრები გაიმართა, რომლებსაც ნინო თანდილაშვილი თავმჯდომარეობდა",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)