|
2023-07-13 16:40:25, 972 ნახვა
საზოგადოება
მერია - გიორგი ათონელის ქუჩაზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს რაგბის ნაკრების საგულშემატკივრო ვიდეორგოლის გადაღებასთან დაკავშირებით, 14 ივლისს, 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, გიორგი ათონელის ქუჩაზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობა შეზღუდული იქნება გიორგი ათონელის ქუჩისა და იტალიის ქუჩის კვეთიდან, გიორგი ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩების კვეთამდე. "სოლიკო ვირსალაძისა და გია ჭანტურიას ქუჩებიდან გიორგი ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ათონელის ქუჩიდან იტალიის ქუჩის გავლით, მშრალი ხიდის მიმართულებით. ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ სოლიკო ვირსალაძისა და გია ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით. ზვიად გამსახურდიას მარჯვენა სანაპიროდან (რენა აბჟანდაძის ქუჩიდან) ამომსვლელი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შესაძლებელი იქნება ვახტანგ ორბელიანისა და მტკვრის ქუჩების მიმართულებით",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)