|
2023-07-13 16:16:37, 1031 ნახვა
საზოგადოება
ქვრივიშვილი - პარაგლაიდინგის ფედერაციასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ დამატებით 11 ახალ ლოკაციაზე პარაპლანებით ფრენებისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფაზე
პარაპლანით ფრენების მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობის ფარგლებში მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები განიხილა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელებთან გამართულ მორიგ საკოორდინაციო შეხვედრაზე, რომელსაც ასევე სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ფედერაცია აქტიურ რეჟიმში მუშაობს ყველა იმ ვალდებულების შესასრულებლად, რაც საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის განსაზღვრული პარაპლანებით უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფისთვის. „ეკონომიკის სამინისტრო, მისი შესაბამისი უწყებები ფედერაციასთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ, გვაქვს სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე და ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მთავრობის დადგენილების თანახმად პარაპლანებით ფრენების აღდგენა და მათი უსაფრთხო ექსპლუატაცია სპეციალურ საჰაერო სივრცეებში",- აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. მისივე თქმით, მიმდინარეობს დამატებით 11 ახალ ლოკაციაზე პარაპლანებით ფრენებისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფის საკითხის შესწავლა, მათ შორის არის ლოკაციები თბილისის, კახეთის, მესტიის, ბახმაროს, გოდერძის, ბაკურიანის და სხვა ტერიტორიებზე. „აღსანიშნავია, რომ ფრენების დასაწყებად აქტიურად მიმდინარეობს მზადება დაბა გუდაურში - თეორიული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, დღეს, 13 ივლისს, პარაპლანით ფრენების განხორციელების მსურველები გადიან პრაქტიკულ გამოცდებს და ამ პროცესს ადგილზე აკვირდებიან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები. საგამოცდო ფრენების წარმატებით გავლის შემთხვევაში, აღნიშნულ პირებზე გაიცემა პილოტის მოწმობები. პარალელურად, გრძელდება ოპერატორების სერტიფიცირების და საფრენი ლოკაციების საფრენად ვარგისიანობის დასკვნის გაცემის პროცესი", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)