|
2023-07-13 14:32:46, 1173 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ანტონი მეუფე შიოზე - ფაქტია, რომ ორგანიზმში აღმოჩენილია - ჰაერიდან არ ჩნდება
ერთადერთი ვისზე ეჭვი არ მაქვს, ჩემს თავზე არ მაქვს,- ასე ეხმაურება ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, ანტონ ბულუხია პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც მეუფე ანტონმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, "ასეთი რამ ჰაერიდან არ ჩნდება". "წარმოუდგენელია, სიმართლე გითხრათ. ფაქტი ისაა, რომ ორგანიზმში აღმოჩენილია და ეს ისეთი რამაა, რომ ჰაერიდან არ ჩნდება. ერთადერთი ვისზე ეჭვი არ მაქვს, ჩემს თავზე არ მაქვს",- ამბობს მეუფე ანტონი. შეგახსენებთ, 5 ივლისს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს. 6 ივლისს კი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მეუფე შიოს სისხლში მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტი აღმოჩნდა და არ არის გამორიცხული, მისი ავადმყოფობა ვიღაცის ინტერესში იყოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)