|
2023-07-13 11:26:21, 892 ნახვა
საზოგადოება
ჩხაიძე პოლონელ ექიმებზე - ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას, ჩატარებულ კვლევებს სრულად დაეთანხმნენ
ისინი სრულად დაეთანხმნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას, ჩატარებულ კვლევებს,- ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შემდეგ განაცხადა. როგორც ჩხაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა ყველა პარამეტრი სტაბილურია. "გუშინ ჩვენს კლინიკაში ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლონელი კოლეგები - ეს იყო ექიმი-ნეიროქირურგი, ტოქსიკოლოგი და შინაგანი მედიცინის სპეციალისტი. მე და ჩემი კოლეგები ძალიან კმაყოფილი ვართ, კოლეგიალური შეხვედრა იყო, საგნობრივი შეხვედრა იყო. ერთობლივად განვიხილეთ პაციენტის მდგომარეობა, ჩატარებული კვლევები. კოლეგიალური შეხვედრა იყო განსხვავებით წინა ექსპერტებისგან, რომლებიც ჩამოდოდნენ და საერთოდ კომუნიკაცია არ ჰქონდათ, ქართველ ექსპერტებსაც ჩვენი კლინიკის ექიმებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. რაც შეეხება მიმდინარე მკურნალობას, ისინი სრულად დაეთანხმნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას, ჩატარებულ კვლევებს და სხვა დანარჩენ დეტალებზე, ალბათ, თვითონ გააკეთებენ განცხადებას. რაც მოგვცეს რეკომენდაციები, ჩვენ ეს გათვალისწინებული გვქონდა, მაგრამ პაციენტი უარს აცხადებდა ჩატარებაზე. მომატებულია წონაში და ეს ჩვენ გვახარებს. წონაში მატება სადმე გადაყვანაზე არაფერს ნიშნავს. საყურადღებოა მისი მდგომარეობა, თუმცა ყველა პარამეტრი სტაბილურია",- აცხადებს ზურაბ ჩხაიძე. ცნობისთვის, პოლონელი მედიკოსები კლინიკა "ვივამედში" ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გუშინ, 12 ივლისს შევიდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)