|
2023-07-12 14:45:56, 794 ნახვა
საზოგადოება
ხმალაძე - უკვე დადგენილია, რომ წყნეთში მომხდარი უბედური შემთხვევა გამოიწვია უკანონოდ დაერთებულმა ქსელმა, დანარჩენს გამოძიება დაადგენს
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, წყნეთში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია და ყველა გარემოებას დაადგენენ სამართალდამცავი ორგანოები. მან მიმართა საზოგადოებას, რომ თავი შეიკავონ ქსელზე უკანონო დაერთებისგან. „პირველ რიგში, მწუხარებას გამოვთქვამ მომხდართან დაკავშირებით. არ მაქვს სურვილი, გავასწრო მოვლენებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ძალოვანი უწყებები ამ გარემოებებს იკვლევენ. დადგინდება ყველა საჭირო გარემოება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. არ მინდა, ჩემი განცხადებებით ზედმეტი ინფორმაცია გავცე, ან ხელი შევუშალო საგამოძიებო პროცესებს. რაც ნიშანდობლივია - უკანონოდ დაერთებულმა ქსელმა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მინდა, ყველა ადამიანს მივმართო, ვისაც მსგავსი რამ განზრახული აქვს - უკანონოდ შეჭრა ქსელზე, ეს არის დენთან თამაში და არაფრით შეიძლება. ეს არის ერთადერთი, რაც ვიცი, რაც მიზეზობრივ კავშირშია მომხდარ ტრაგედიასთან. ჩემი აზრით, ეს, ასევე, გადის იმ ადამიანების პასუხისმგებლობაზე, რომლებმაც ეს უკანონო ქმედება ჩაიდინეს. გასწია თუ არა ვინმემ ამის სათანადო მონიტორინგი და ვის ევალებოდა ეს, ამაზე პასუხი საგამოძიებო პროცესმა უნდა გასცეს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)