|
2023-07-12 12:50:10, 562 ნახვა
საზოგადოება
გიორგაძე - „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და სამხედროებისთვის სოციალური გარანტიების დაწესებას გულისხმობს
„თავდაცვის კოდექსის“ პროექტი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და სამხედროებისთვის სოციალური გარანტიების დაწესებას გულისხმობს, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ საქართველოს პარლამენტში „თავდაცვის კოდექსის“ განხილვამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი განცხადებით, აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მიღება, თავდაცვის ძალების უფრო მეტ განვითარებასა და წინსვლას განაპირობებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავასრულოთ თავდაცვის კოდექსის პროექტის განხილვები, ვინაიდან ამ კოდექსის მიღება უმნიშვნელოვანესია და ეს არის ეროვნული ინტერესი, რადგან ის ემსახურება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედროებისთვის სოციალური გარანტიების დაწესებასა და გაუმჯობესებას, ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას. ეს ყველაფერი არის ეროვნული ინტერესი და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკანონმდებლო აქტის მიღება, რაც განაპირობებს კიდევ უფრო მეტ განვითარებას და წინსვლას ჩვენი თავდაცვის ძალების, ვინაიდან ყველა რეფორმას და იმ პროგრესს რაც მიმდინარეობს და დაგეგმილია, სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)