|
2023-07-12 11:41:06, 1011 ნახვა
საზოგადოება
რუსეთის საპატრიარქო - თანაგრძნობით ვაკვირდებით მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლას
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია "თანაგრძნობით ადევნებს თვალს" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის შესაძლო მოწამვლას. აღნიშნულის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზ იგორ იაკიმჩუკმა რუსულ პროპაგანდისტულ მედია ТАСС-თან საუბრისას განაცხადა. იაკიმჩუკის თქმით, მეუფე შიო მუჯირის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას მედიის საშუალებით ფლობენ. "ჩვენ მხოლოდ იმ ინფორმაციას ვფლობთ, რომელიც მედიაში იყო. რა თქმა უნდა, ვღელავთ. ის ადრე მოსკოვში მსახურობდა, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და სწავლობდა წმინდა ტიხონის უნივერსიტეტში",- განაცხადა იაკიმჩუკმა. შეგახსენებთ, 5 ივლისს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს. 6 ივლისს კი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მეუფე შიოს სისხლში მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტი აღმოჩნდა და არ არის გამორიცხული, მისი ავადმყოფობა ვიღაცის ინტერესში იყოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)