|
2023-07-12 10:54:53, 647 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი „მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში ექიმებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, „მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში, მორიგი შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა, ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს. იმსჯელეს სამედიცინო განათლების ხარისხის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. ჯანდაცვის მინისტრისა და ექიმების გადაწყვეტილებით, უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. „მხარეებმა სავალდებულო საერთაშორისო აკრედიტაციის საკითხიც განიხილეს, ასევე, შეაჯამეს დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის შედეგები. ყურადღება გამახვილდა, კლინიკებში შიდა ჰოსპიტალური ინფექციების კონტროლის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე. „მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ათვისების ვადის ორ თვემდე გახანგრძლივებას. ექიმებმა სამედიცინო პერსონალის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების საკითხიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დასაქმებულთა მოტივაციასა და პროდუქტიულობის გაზრდას. „მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში, ექიმებთან მორიგი შეხვდა ორ თვეში გაიმართება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)