|
2023-07-11 14:24:37, 577 ნახვა
საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი სოლიდარობის ცენტრის საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამის დირექტორს და ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე სოლიდარობის ცენტრის საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამის დირექტორს, სტანისლავ ჩიენიუხს და ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორცილებული პროექტების შესახებ ისაუბრეს. „ბექა ფერაძემ, უცხოელ კოლეგას შრომის ინსპექციის სამსახურის პრიორიტეტები და მიმდინარე საქმიანობა გააცნო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შრომის ინსპექციის სამსახურის, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მაია მჭედლიშვილი, მონიტორინგისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან აბაშიძე და საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტატისტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსი შორენა ყუბანეიშვილი. სოლიდარობის ცენტრი საქართველოში სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა დაცვის მიმართულებით არაერთ პროგრამას ახორციელებს და შრომის ინსპექციის სამსახურის მნიშვნელოვანი პარტნიორია. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)