02:53 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-11 11:26:58, 711 ნახვა

საზოგადოება
სამეგრელოში ტეხურამ გაერთიანებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა დააზიანა - 32 000-ზე მეტ აბონენტს წყალმომარაგება შეეზღუდა

სამეგრელოში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად ადიდებულმა მდინარე ტეხურამ გაერთიანებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა დააზიანა. ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია ქალაქ სენაკის მკვებავი ორი 300 მმ-იანი და ქალაქ ფოთის მკვებავი 700 მმ-იანი ცენტრალური მილები.

მათივე ინფორმაციით, შედეგად სენაკსა და ფოთში 32 000-ზე მეტ აბონენტს წყალმომარაგება შეეზღუდა.

„ამ ეტაპზე, რთული რელიეფისა და წყალუხვობის გამო, დაზიანების ლიკვიდაცია შეუძლებელია. მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები ვერ ხერხდება. ადიდებული მდინარე ტეხურას ფონზე, კომპანიის ტექნიკური სამსახური დაზიანების ადგილამდე მისვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

მიუხედავად ამისა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელოს სერვისცენტრის თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ, რათა მოსახლეობას წყალმომარაგება უმოკლეს დროში აღუდგეს. სტიქიის შედეგად, წყალმომარაგება შეეზღუდა ქ. სენაკისა და ქ. ფოთის 32 000-ზე მეტ აბონენტს. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“,- აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics