03:06 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-09 14:13:00, 952 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში იტალიელი ექსპერტები იმყოფებოდნენ

პროექტის „გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში იტალიელი ექსპერტების ვიზიტი გაიმართა.
 
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სტუმრებმა თბილისის ლაბორატორიის სურსათის კვლევისა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტები დაათვალიერეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
 
"ლაბორატორიის სპეციალისტებმა ექსპერტებს თევზის და თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებებით ლაბორატორიაში დანერგილი კვლევები გააცნეს. მხარეებმა აკვაკულტურის დიაგნოსტიკაში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სამომავლო გეგმები განიხილეს.
 
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს ექსპერტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics