15:56 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-09 13:01:31, 1464 ნახვა

ომი უკრაინაში
პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინას ეწვია [ვიდეო]

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინაში ჩავიდა. უკრაინული მედიის ცნობით, დუდა ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, ქალაქ ლუცკში წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარს ეწვია, სადაც ვოლინის ტრაგედიის დროს დაღუპულებს პატივი მიაგო.

ღონისძიებას ასევე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ეპიფანე, ლუცკისა და ვოლინის მიტროპოლიტი მიხაილი და უკრაინის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ლუცკში ანჯეი დუდას ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა.

როგორც უკრაინული მედია წერს, გასულ ღამეს საკრებულომ გამოაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნასა და ვოლინის ტრაგედიის 80 წლისთავთან დაკავშირებით, ძველი ქალაქის ქუჩები, სადაც ეკლესია მდებარეობს, დაიხურებოდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics