|
2023-07-08 11:58:00, 779 ნახვა
საზოგადოება
წეროვანში ღია კარის დღე გაიმართა
წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, კვირეულის ფარგლებში დაჭრილ-დაშავებული სამხედროების შვილებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ღია კარის დღე გაიმართა. „მოწვეულ სტუმრებს ბაზაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ. ღონისძიება სხვადასხვა სპორტული და შემეცნებით აქტივობებით იყო დატვირთული. სპეციალურად ბავშვებისთვის მოწვეულმა გასართობი ცენტრის წარმომადგენლებმა პოპულარული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარადგინეს და ბავშვებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ღონისძიების ფარგლებში “მხიარული სტარტებიც” მოეწყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწესებულ დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 2021 წლიდან აღნიშნავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)