|
2023-07-07 23:59:52, 765 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - ციფრული ტრანსფორმაციის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - ციფრული ტრანსფორმაციის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და საბჭოს წევრები ესწრებოდნენ, რომლის შემადგენლობაშიც პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლები, სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე - დავით ნადირაშვილი და კომპანია „მეიქინგ საიენს სვიფტის" დამფუძნებელი - ვაკო თურნავა შედიან. "საბჭოს სხდომაზე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა პროკურატურის სისტემაში ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ პროცესის ეფექტიანობის ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო ჯგუფს IT სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება დაავალა. უნდა აღინიშნოს, რომ დღეს დაანონსებული ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიის ფარგლებში ისეთი მნიშვნელოვანი ციფრული პროდუქტების შექმნა იგეგმება, როგორიც არის პროკურორთა და გამომძიებელთა შეფასების სისტემის, HR მენეჯმენტის, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მენეჯმენტის, ნივთმტკიცებათა საცავის მენეჯმენტის პროგრამები. გენერალური პროკურორი საბჭოს სხდომაზე დეტალურად გაეცნო პროექტის დეტალებს, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მოდერნიზაციას და მის ინტეგრაციას საერთო სასამართლოების სისტემაში მოქმედ საქმეთა წარმოების პროგრამასთან. ციფრული ტრანსფორმაციის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა პერიოდულად გაიმართება", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)