|
2023-07-06 15:39:55, 1306 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება
სოფლის განვითარების სააგენტო, სახელმწიფო პროგრამების მეშვეობითა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ავითარებს ლურჯი მოცვის წარმოებას. დაფინანსებულია 2,500 ჰექტარზე მეტ ფართობზე ლურჯი მოცვის გაშენება. Usaid-ის ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია ის, რომ სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება,- აღნიშნულის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ განაცხადა. ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამის ფარგლებში, ლურჯი მოცვი გერმანიაში Rewe-ს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ დუბაიში, Westzone-ის, Lulu-ს და Wemart-ის სუპერმარკეტებში იყიდება. ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამას, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა სოფლის განვითარების სააგენტოსთან და სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ ერთად ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)