16:39 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-05 17:43:29, 1306 ნახვა

ომი უკრაინაში
მედვედევი - ომი შეიძლება რამდენიმე დღეში დასრულდეს, თუ დასავლეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას შეწყვეტს

ნებისმიერი ომი შეიძლება სწრაფად დასრულდეს, ან სამშვიდობო ხელშეკრულებით, ან იმგვარად, რაც აშშ-მა გააკეთა 1945 წელს, როდესაც მათ გამოიყენეს ბირთვული იარაღი იაპონიის ქალაქების წინააღმდეგ, - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისივე თქმით, ომი შეიძლება რამდენიმე დღეში დასრულდეს, თუ დასავლეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას შეწყვეტს.

„ზოგადად, ნებისმიერი ომი, თუნდაც მსოფლიო ომი, შეიძლება ძალიან სწრაფად დასრულდეს ან თუ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, ან თუ გააკეთებთ იმას, რაც ამერიკელებმა გააკეთეს 1945 წელს, როდესაც გამოიყენეს თავიანთი ბირთვული იარაღი და დაბომბეს იაპონიის ორი ქალაქი. მათ მართლაც მაშინ შეაჩერეს სამხედრო კამპანია. ფასი თითქმის 300 000 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეა“, - განაცხადა მედვედევმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ირანის IRGC-ს გაწვრთნილი ტერორისტი დააკავეს
სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics