|
2023-06-27 22:43:15, 1392 ნახვა
ომი უკრაინაში
თეთრი სახლი - უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენაა მიმართული
უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტი მიმართულია საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენ, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ, ოლივია დალტონმა განაცხადა. ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინელი ხალხის მიმართ დახმარება და გვერდით დგომა გაგრძელდება, რადგან ისინი რუსეთისგან თავს იცავენ. „ამ დახმარების პაკეტით ხელს შევუწყობთ უკრაინის კონტრშეტევითი ოპერაციების მხარდაჭერას. დახმარება მოიცავს ნაღმების გაწმენდის აღჭურვილობასა და ჯავშანტექნიკას. ის ასევე გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას, რათა დაეხმაროს თავის ხალხს სარაკეტო თავდასხმებისგან და მიაწოდოს უკრაინას დამატებითი ჯავშანტექნიკის სისტემები და საბრძოლო მასალები სარაკეტო სისტემებისთვის, რომლებსაც უკრაინა ასე ეფექტურად იყენებს ბრძოლის ველზე“, - განაცხადა ოლივია დალტონმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)