23:28 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-27 19:27:12, 1019 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ,,ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, ,,ქურდული სამყაროსთვის" მიმართვისა და მხარდაჭერისთვის 3 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ,,ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, ,,ქურდული სამყაროს წევრისთვის" მიმართვის და ,,ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთმა მოქალაქემ მეორესთან არსებული ფინანსური დავის მის სასარგებლოდ გადასაწყვეტად ,,ქურდული სამყაროს" წევრს მიმართა, რომელმაც 2023 წლის გაზაფხულზე, მოაწყო ,,ქურდული გარჩევა", რასაც ასევე ესწრებოდა და აქტიურად მონაწილეობდა „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერი ბრალდებული. მხარეებს შორის არსებული დავა ბრალდებულმა ქურდული სამყაროს წესების შესაბამისად განიხილა და თანხის გადახდა ერთ-ერთ მხარეს დააკისრა.  

"ერთ პირს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს" წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორეს 2233-ე მუხლის მეორე ნაწილით (,,ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მესამე პირს ბრალდება 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყარო წევრისათვის" მიმართვა) წარედგინა, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

სისხლის სამართლის საქმეზე  გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics