|
2023-06-26 12:34:55, 1423 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სერგეი შოიგუმ უკრაინაში ჯარისკაცები მოინახულა
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოუგუმ უკრაინაში, "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ზონაში დასავლეთის ძალების ჯგუფის წინა სამეთაურო პუნქტი მოინახულა და სამხედროებს დავალებები მისცა. აღნიშნულ ინფორმაციას პროპაგანდისტული "რია ნოვოსტი" რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, შოიგუმ უკრაინაში არსებული ვითარებისა და საბრძოლო კოორდინაციის შესახებ ჯგუფის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ევგენი ნიკიფოროვის მოხსენება მოისმინა. „დასავლეთის ძალების ჯგუფის მეთაურს და მეთაურებს დაევალათ, გააგრძელონ აქტიური დაზვერვა, რათა წინასწარ გამოავლინონ მოწინააღმდეგის გეგმები და არ დაუშვან მათი განხორციელება",- აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციაში. აღსანიშნავია, რომ ეს თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიუგუს პირველი საჯარო გამოჩენაა მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთში სამხედრო ამბოხის მოწყობა სცადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)