|
2023-06-25 14:30:05, 786 ნახვა
ეკონომიკა
მთაწმინდის პარკში თაფლის ფესტივალი ჩატარდა
მთაწმინდის პარკში, თაფლის ფესტივალი ჩატარდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ფესტივალში თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების 40-მდე მწარმოებელმა მიიღო მონაწილეობა. უწყების ინფორმაციით, ფესტივალზე ვიზიტორებს შეეძლოთ დაეგემოვნებინათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოებული თაფლი და დასწრებოდნენ მეფუტკრეობის პროდუქტების პრეზენტაცია-დეგუსტაციებს. "მთაწმინდის პარკში ჩატარდა თბილისის თაფლის ფესტივალი, რომელიც დარგის პოპულარიზებას უწყობს ხელს და ქართული თაფლის ცნობადობას ზრდის ადგილობრივ ბაზარზე. ქართული თაფლი დღითიდღე მოთხოვნადია ევროკავშირის ბაზარზე; აღსანიშნავია, რომ მზარდ ტენდენციას ვინარჩუნებთ ექსპორტზე გატანის კუთხით",- აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ. ღონისძიების მიზანი, მეფუტკრეობის დარგში ეკონომიკური ზრდის წახალისება, ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა, ასევე მომხმარებლებში ნატურალური თაფლის პოპულარიზაცია და შიდა ბაზრზე პოპულარიზებაა. თაფლის ფესტივალი ჩატარდა საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ორგანიზებით. ღონისძიება მხარდამჭერია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თბილისის მერია და მთაწმინდის პარკი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)