16:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-24 17:16:49, 1290 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 30-დღიან პატიმრობას ითვალისწინებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, 30 დღით დააკავებენ ყველას, ვინც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს არ დაემორჩილება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია Tass-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, კანონი ასევე ითვალისწინებს სამგზავრო ტრანსპორტის ჩამორთმევის შესაძლებლობას.

"სამხედრო მდგომარეობის შესახებ" კანონით და რუსეთის სხვა მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით დადგენილი ნორმების შეუსრულებლობისთვის, მოქალაქეები დაჯარიმდებიან 1 000 რუბლამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობით 30 დღემდე, თუ ეს ქმედებები არ შეიცავს სისხლისსამართლებრივ დასჯადი ქმედებას. თანამდებობის პირებისთვის ჯარიმა 2 000 რუბლამდე ან ადმინისტრაციული, ასევე დაპატიმრება 30 დღემდე",- აღნიშნულია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, გუშინ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 

როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგებში ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

მოგვიანებით, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა.

შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics