16:44 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-24 10:46:35, 931 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის თავდაცვა „ვაგნერელებს“ - გთხოვთ გამოიჩინოთ წინდახედულობა, გაძლევთ უსაფრთხოების გარანტიებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ მოიერიშე რაზმების მებრძოლებს მიმართავს.

როგორც უწყების მიმართვაშია აღნიშნული, სამხედროები მოტყუებით ჩართეს პრიგოჟინის დანაშაულებრივ ავანტიურასა და შეიარაღებულ აჯანყებაში.

"მივმართავთ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მოიერიშე რაზმების მებრძოლებს. თქვენ მოტყუებით ჩაგითრიეს პრიგოჟინის კრიმინალურ ავანტიურასა და შეიარაღებულ აჯანყებაში. რამდენიმე რაზმიდან თქვენმა ბევრმა თანამებრძოლმა საკუთარი შეცდომა გაიაზრა და მუდმივი განლაგების პუნქტში უსაფრთხოდ დაბრუნების მიზნით, დახმარება ითხოვა.

გთხოვთ გამოიჩინოთ წინდახედულობა, დაუკავშირდით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ან ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს. ჩვენ ყველას უსაფრთხოების გარანტიებს გაძლევთ",- აღნიშნულია მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 23 ივნისს, რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 

როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგები ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ამასთან, მოგვიანებით პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის კონტროლის ქვეშაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics