|
2023-06-23 10:30:41, 1178 ნახვა
მსოფლიო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ლაჩინის დერეფანში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ლაჩინის დერეფანში შექმნილი ვითარების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. 48 ხმით 16-ის წინააღმდეგ ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის თანახმად, შეფერხებულია ხალხისა და საქონლის თავისუფალი, უსაფრთხო გადაადგილება ლაჩინის დერეფნის გავლით და მოუწოდა ბაქოს, დაუყოვნებლივ შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ირლანდიელი დეპუტატისა და PACE-ის წარმომადგენლის, პოლ გავანის მიერ მომზადებულ ანგარიშზე დაფუძნებული რეზოლუციის მიღებისას ასამბლეამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს აქვს „პასუხისმგებლობა, დაიცვას და უზრუნველყოს ყველა ადამიანის უსაფრთხოება, რომელიც ცხოვრობს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“. "მივიღე დადასტურებული ინფორმაცია ლაჩინის დერეფანში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანმა გზის ორივე მხარეს დაამონტაჟა ბეტონის ბარიერები, რის გამოც მანქანების მოძრაობა შეუძლებელია. ძალიან დამთრგუნველია ამ ამბის მოსმენა დღეს, როდესაც ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ",- განაცხადა პოლ გავანმა. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ აზერბაიჯანს, მიიწვიოს ევროპის საბჭოს დელეგაცია ლაჩინის დერეფანში და მთიან ყარაბაღში ფაქტების დადგენის მისიით. "იუსტიციის საერთაშორისო სასამართლომ დაავალა აზერბაიჯანს, სასწრაფოდ მიიღოს ყველა ზომა, რათა უზრუნველყოს ადამიანების, მანქანებისა და ტვირთის შეუფერხებელი მოძრაობა ლაჩინის დერეფნის გასწვრივ ორივე მიმართულებით. ასამბლეა მოუწოდებს აზერბაიჯანს, სასწრაფოდ შეასრულოს ეს ბრძანება. მიუხედავად იმისა, რომ ანსამბლეა მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებას, მიიჩნევს, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი კონფლიქტის დასასრულისკენ.",- აღნიშნულია რეზოლუციაში. შეგახსენებთ, რომ, 2023 წლის 23 აპრილს, აზერბაიჯანმა გზაზე საგუშაგო განათავსა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არსებითი იყო იმის გამო, რომ სომხეთის მიერ იარაღის ტრანსპორტირების მარშრუტი გამოიყენა. 26 აპრილს, ლაჩინის დერეფანში საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოწყობასთან დაკავშირებით, სომხეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ეს ქმედებები მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წინა გადაწყვეტილების აშკარა დარღვევაა, რომელიც ავალდებულებს აზერბაიჯანს, უზრუნველყოს შეუფერხებელი მოძრაობა ლაჩინის დერეფანში. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შექმნილმა ვითარებამ, რუსეთის მხრიდან შეშფოთება გამოიწვია, რომელიც ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას 2020 წელს შუამავლობდა. აზერბაიჯანი „ლაჩინის დერეფნის გასწვრივ ორივე მიმართულებით მოძრავი პირების, მანქანებისა და ტვირთების უსაფრთხოების გარანტიას“ 2020 წელს დათანხმდა, ამასთან, სომხეთის მხარე აცხადებს, რომ გზის დასაწყისში საგუშაგოს დაყენება ამ ვალდებულებებს არღვევს.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)