|
2023-06-21 18:16:54, 1434 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკომისიის პრეზიდენტი - ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა ჩვენი კავშირის ნაწილი იქნება
ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა ჩვენი კავშირის ნაწილი იქნება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინამ რეფორმების შესრულება შთამბეჭდავი სისწრაფით დააჩქარა. "ევროკავშირს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, მიზეზი მარტივია. უკრაინელები გვეუბნებიან, რომ როდესაც საკუთარ მომავალს წარმოიდგენენ, ხედავენ, ქალაქების თავზე როგორ ფრიალებს ევროპული დროშები. ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა იქნება ჩვენი კავშირის ნაწილი. უკრაინამ დააჩქარა რეფორმების დღის წესრიგი შთამბეჭდავი სისწრაფით. ამ რეფორმებით უკრაინა კერძო ინვესტორებს უგზავნის მკაფიო სიგნალს. გვინდა, რომ დახმარების პროცესში კერძო სექტორი ჩაერთოს, რადგან თქვენი გამოცდილება და ფინანსური ძალაა, რაც უკრაინელებს ოცნების ასრულებაში დაეხმარება", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)