|
2023-06-20 22:26:05, 1234 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის სამთავრობო მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, ლუიზ ჰოლშერს. "შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი პარტნიორობის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის სფეროები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს სხვადასხვა სექტორში გერმანიის მთავრობის მიერ გაწეულ მხარდაჭერას და გამოთქვეს იმედი, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)