23:58 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-20 17:08:21, 975 ნახვა

სამართალი
ნაფიცმა მსაჯულებმა ანგარებით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსჯულებმა ანგარებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც ანგარებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა.

„სასამართლო პროცესზე დადგინდა შემდეგი: ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, მისი მეგობარი ქალი ბინაში რამდენიმე ათას ლარს ინახავდა. თანხის დაუფლების მიზნით ბრალდებული დაუკავშირდა დაზარალებულს და მის საცხოვრებელ სახლში შეხვედრაზე შეუთანხმდა, სადაც მსხვერპლი ცემით მოკლა და მისი ნივთები წაიღო.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ ქალის მოკვლას და მისი ნივთების დაუფლებას ადასტურებდა.

ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ნ" ქვეპუნქტით (ანგარებით ჩადენილი განზრახი მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს.

სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics