|
2023-06-20 10:51:47, 1064 ნახვა
მსოფლიო
ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები „ტიტანიკის“ ფრაგმენტების სანახავად მიჰყავდა
წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები "ტიტანიკის" ფრაგმენტების სანახავად მიჰყავდა, ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. შემთხვევა 18 ივნისს, კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან მოხდა. აშშ-ის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ბორტზე ერთი ლოცმანი და ოთხი მგზავრი იმყოფებოდა და რომ ნავს წყალქვეშ 96 საათის განმავლობაში ყოფნა შეეძლო. სანაპირო დაცვის ცნობით, წყალქვეშა ნავმა, სახელწოდებით, "ტიტანი" დამხმარე გემის - Polar Prince-ის ეკიპაჟთან კონტაქტი ჩაშვებიდან 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ დაკარგა, თუმცა გაურკვეველი იყო, ის ისევ წყალქვეშ იმყოფებოდა, თუ ზედაპირზე და ვერ ახერხებდა კონტაქტზე გასვლას.
სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს აშშ და კანადა გემებითა და თვითმფრინავებით ახორციელებენ. ”ეს არის შორეული ტერიტორია და გამოწვევაა ამ შორეულ მხარეში ჩხრეკის ჩატარება”,- განაცხადა აშშ-ის სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა, ჯონ მაუგერმა. ბრიტანული სამგზავრო გემი "ტიტანიკი" 1912 წელს, პირველი მოგზაურობისას, აისბერგთან შეჯახების შემდეგ ჩაიძირა. კატასტროფას 1 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)