23:59 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-18 21:27:34, 1096 ნახვა

სამართალი
ლუკა შველიძე - ეს მუხლი არის სრული აბსურდი

„არანაირი ინფორმაცია შსს-ს ჩემთვის არ მოუწოდებია და სიმართლეც გითხრათ, ეს მუხლი არის სრული აბსურდი.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, ლუკა შველიძემ.

“დღეს ვარ დაზარალებულის სტატუსით მოსული აქ, უნდა მივცე ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, როგორ გვცემდნენ სტუდენტებს და როგორ ცდილობდნენ ჩვენთვის მოეყენებინათ ფიზიკური დაზიანება. რაც შეეხება იმ მუხლს, მე ვფიქრობ, რომ სრული აბსურდი არის, არანაირად არ ვეთანხმები და არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია შსს-ს ჩემთვის, არც ვიცი და სიმართლე გითხრათ აბსურდული მუხლი მგონია და არ ვაპირებ ამაზე საუბარში დრო დავხარჯო.

როდესაც მივედით, ბანერების გაშლა გვინდოდა მდუმარედ, მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა, ვიყავით რამდენიმე ადამიანი, დაგვხვდა ვიღაც წვერიანი პიროვნება, ჩვენზე ასაკით დიდი პიროვნება, შემდეგ დარეკა, რომ აქ რაღაც აქციას აწყობენ, გამოვიდა 20-მდე ადამიანი და პირდაპირი მოწოდება იყო ასეთი, რომ ამას ურტყით და დამესივნენ მე, მომაქციეს წრეში და დაიწყეს ჩემი ცემა, ვინც ცდილობდა, რომ ხელი შეეშალათ და გამოვეყვანე, მათ ხელს კრავდნენ და კიბეებზე აგორებდნენ, რაც კადრებშიც ძალიან კარგად ჩანს.“ - განაცხადა  ლუკა შველიძემ.

ლუკა შველიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ჩხუბისას დაშავდა. დაპირისპირება თსუ-ში მას შემდეგ დაიწყო, რაც სტუდენტების ნაწილს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად საპროტესტო ბანერების გაშლა სურდათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics