18:21 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-16 11:44:25, 1375 ნახვა

ომი უკრაინაში
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა [ვიდეო]

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა უკრაინაში ჩავიდა. რამაფოსას კიევში, რკინიგზის სადგურზე უკრაინის სპეციალური წარმომადგენელი აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, მაქსიმ სუბხი და უკრაინაში სამხრეთ აფრიკის ელჩი დახვდნენ.

როგორც პრეზიდენტის ოფისის განცხადებაშია ნათქვამი, რამაფოსა საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას სამშვიდობო მისიის ფარგლებში ეწვია.

"პრეზიდენტი რამაფოსა ბოლო კვირებში ესაუბრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინს, BRICS-ის ქვეყნების ლიდერებსა და გაეროს გენერალურ მდივანს უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი პროცესის ხელშეწყობის მცდელობებთან დაკავშირებით, სამხრეთ აფრიკის, როგორც არამოკავშირე სახელმწიფოს პოზიციის შესაბამისად",- აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ირანის IRGC-ს გაწვრთნილი ტერორისტი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics