23:58 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 11:44:11, 988 ნახვა

სამართალი
ბათუმში, არასრუწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის მამაკაცს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც საქმის პროკურორმა, ალექსანდრე ძირკვაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, შესაძლოა, ბრალდება აღნიშნული პირის მიმართ დამძიმდეს, ან გამოიკვეთოს სხვა პირების ბრალეულობა.

„გამოძიება მიმდინარეობს, ამ ეტაპზე საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე და არასრულწლოვანი გარდაცვლილი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალების გასაჯაროებისგან თავს შევიკავებ. თუკი გამოიკვეთება სხვა გარემოებები და ფაქტები არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლებელია მოხდეს ბრალდების დამძიმება“,- განაცხადა ძირკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ბრალდებული 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის  მეორე ნაწილის "ა'" ქვეპუნქტით (თვითმკვლელობამდე მიყვანა გენდერის ნიშნით) და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლთან) წარედგინა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით,  ბრალდებული 16 წლის ასაკს მუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics