19:17 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-13 09:32:46, 1739 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა კრივოი-როგზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 დაშავდა [ვიდეო]

რუსმა ოკუპანტებმა კრივოი-როგზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი ავრცელებს.

მისი თქმით, დაბომვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 დაშავდა, მათგან 19 საავადმყოფოშია გადაყვანილი, დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები, თუმცა საჰაერო თავდაცვამ 3 ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდება შეძლო.

აღნიშნულს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

"ტერორისტების მორიგი რაკეტა, რუსი მკვლელები აგრძელებენ ომს საცხოვრებელი კორპუსების, ჩვეულებრივი ქალაქების და ხალხის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაჭრილები. კრივოი-როგში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა! ტერორისტებს არაფერს ვაპატიებთ, ისინი პასუხს აგებენ ყოველი რაკეტის გაშვებაზე",- წერს ზელენსკი.

ამასთან, როგორც კრივოი-როგის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვილკულმა განაცხადა, ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, 7 ადამიანი იმყოფებოდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics