|
2023-06-07 22:17:16, 754 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა, რომელმაც მინისტრს ოფიციალურად წარუდგინა ბანკის ახალი რეგიონული დირექტორი როლანდ პრაისი. იგი საქმიანობას მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან შეუდგება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი. ფინანსთა მინისტრმა როლანდ პრაისს მიულოცა ახალ პოზიციაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. ასევე, ლაშა ხუციშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სებასტიან მოლინეუსს საქართველოს მხარდაჭერისა და მისი ხელმძღვანელობით მსოფლიო ბანკის რეგიონული ოფისის მიერ გაწეული სამუშაოსთვის. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ქვეყანაში მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)