|
2023-06-07 10:07:42, 1048 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე მაიამიში FIABCI-ის უძრავი ქონების ოსკარად წოდებული 73-ე მსოფლიო კონგრესის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში გრძელდება. ქალაქ მაიამიში FIABCI-ის უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესი და FIABCI World Prix d'Excellence Awards 2023 ოფიციალურად გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, კონგრესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქალაქ მაიამი ბიჩის მერ დენ გელბერთან ერთად საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო და გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. მათივე ცნობით, კონგრესი ქალაქ მაიამის მერმა დენ გელბერმა, ფლორიდის შტატის 43-ე გუბერნატორმა ჯებ ბუშმა, FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტმა სუზან გრინფილდმა, Miami Realtors-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა ტერეზა ქინგ ქინიმ გახსნეს. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ FIABCI-ის წლევანდელ საერთაშორისო ღონისძიებაზე ბათუმის საფეხბურთო სტადიონი საჯარო ინფრასტრუქტურის ჯილდოზეა ნომინირებული და დიდი იმედი გვაქვს, რომ სტადიონი ამ დამსახურებულ ჯილდოს მოიპოვებს. ველოდებით შედეგებს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. „მაიამი FIABCI-ის უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესს და FIABCI World Prix d'Excellence Awards 2023-ის დაჯილდოვებას 5-9 ივნისს მასპინძლობს, სადაც ბათუმის სტადიონი საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის/კეთილმოწყობის კატეგორიაში ჯილდოზეა წარდგენილი. FIABCI მასშტაბური ღონისძიებაა, რომელშიც მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. ღონისძიების ფარგლებში უძრავი ქონების, სამშენებლო და საინვესტიციო საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება. გარდა ამისა, 2023 წლის უძრავი ქონების გენერალური ასამბლეა ჩატარდება. უძრავი ქონების საერთაშორისო ღონისძიებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინათინ ზოიძე, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებიან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)