|
2023-06-05 16:17:01, 955 ნახვა
სამართალი
„რეტროს“ მფლობელის ადვოკატი - თვითონ თემურ ვარშანიძე წააქციეს და ურტყამდნენ, ვითხოვთ, ძალადობაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს
თვითონ თემურ ვარშანიძე წააქციეს და უკვე წაქცეულს ურტყამდნენ სხეულის სხვადასხვა არეში კომპანიის დასაქმებულები, ვითხოვთ, რომ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს, - ამის შესახებ რესტორან "რეტროს" მფლობელის, თეიმურაზ ვარშანიძის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა განაცხადა. ადვოკატის თქმით, კონფლიქტის მიზეზი ე.წ. ჩაის განაწილება გახდა, ანუ იმ თანხის,რომელსაც კმაყოფილი მომხმარებლები მიმტანებს უტოვებენ, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ამ თანხის გადანაწილებაში ადმინისტრაცია არ ერევა. „ინფორმაცია, თითქოს კომპანიაში დასაქმებულები იყვნენ რუსეთის მოქალაქეები და ეს იწვევდა წყენას, არის სიცრუე და გამოგონილი, ვინაიდან კომპანიაში დასაქმებულია 34 თანამშრომელი, რომელთაგანაც მხოლოდ 2 არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. კონფლიქტის მიზეზი გახლდათ ე.წ. ჩაის განაწილება, ანუ იმ თანხის, რომელსაც ოფიციანტებს უტოვებენ მომხმარებლები და რომლის განაწილებაში საერთოდ არ ერევა ადმინისტრაცია. თვითონ თემური წააქციეს და უკვე წაქცეულს ურტყამდნენ სხეულის სხვადასხვა არეში კომპანიის დასაქმებულები. არსებობს ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომელიც გუშინ იყო ამოღებული გამოძიების მიერ. სრულად გადაეცა გამოძიებას მასალები. შესაბამისად, ვითხოვთ, რომ თემურის წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს“, - აცხადებს დაკავებულის ადვოკატი ლევან მახარაშვილი. შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს ფიზიკურად ბათუმში არსებული რესტორან "რეტროს" მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მის ობიექტზე დასაქმებულ პირზე. თეიმურაზ ვარშანიძე თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე დააკავეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. ამასთან ერთად, რესტორანი „რეტრო“ 15-მა თანამშრომელმა სოლიდარობის ნიშნად დატოვა, ობიექტზე კი შრომის ინსპექციაა შესული.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)