|
2023-06-02 17:32:52, 950 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა
ჩვენი პრიორიტეტია სტრატეგიული და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაძლიერება აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან - საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სავაჭრო პარტნიორთან. აზერბაიჯანი, როგორც ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი, 2000 წლიდან საქართველოს ათ ძირითად სავაჭრო პარტნიორს შორისაა. მაგალითად, 2022 წლის მონაცემებით, საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში აზერბაიჯანი მე-4 ადგილზეა, ხოლო 2023 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, აზერბაიჯანი ჩვენი ქვეყნის მე-3 სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ გვაქვს დადებითი ვაჭრობის მაჩვენებლები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გაუმჯობესების პოტენციალი კიდევ არსებობს", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრთან, მიქაილ ჯაბბაროვთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეხვედრა აზერბაიჯანის დელეგაციასთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა, რის შემდეგაც მინისტრებმა სასტუმრო „ბილტმორში" საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმი გახსნეს. ფორუმი, რომელშიც ორი ქვეყნის სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარდა. როგორც ვიცე-პრემიერმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრისას აღნიშნა, საქართველოში აზერბაიჯანული ბიზნესი წარმატებით ვითარდება, ხოლო აზერბაიჯანიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. მისი თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ახორციელებენ გლობალური, რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს, მათ შორის არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, შუა დერეფანი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, TRACECA პროექტები და ა.შ. რაც, ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვნად ზრდის რეგიონში ჩვენი ქვეყნების როლს და მიმზიდველობას. „ქართულ-აზერბაიჯანული ბიზნესფორუმი არის ამ წარმატებული ურთიერთობის კიდევ ერთი მაგალითი და დამატებითი პლატფორმა ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, საქმიანი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ბიზნესფორუმში მონაწილე დელეგატებმა მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს ბიზნესგარემოსა და იმ მიღწევების შესახებ, რაც ფიქსირდება ეკონომიკის თითქმის ყველა დარგში. განსაკუთრებით ხაზგასმით აღინიშნა მიმდინარე ერთობლივი პროექტების, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის განხორციელების მნიშვნელობა, რომლის შეთანხმებასაც საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 2022 წელს მოაწერეს ხელი.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 1 000 000 ლარი შეგროვდა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)