17:06 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-02 17:07:12, 847 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - მოსკოვი ერევანთან სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარებას უპირობოდ აგრძელებს

ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის კონფლიქტისადმი სომხეთის მიდგომაში არსებობს გარკვეული ნიუანსი, - ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, რომლის თანახმადაც, სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, მოსკოვი ერევანთან სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარებას უპირობოდ აგრძელებს.

„ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის კონფლიქტისადმი სომხეთის მიდგომაში არსებობს გარკვეული ნიუანსი, ჩვენ მათ ვითვალისწინებთ, ჩვენ ისინი ვიცით.

მოსკოვი ერევანთან სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარებას უპირობოდ აგრძელებს“, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა CNN-თან საუბრისას განაცხადა, რომ სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის და აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი სომხეთის ურთიერთობაზე მოქმედებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics