|
2023-06-02 10:34:41, 654 ნახვა
ეკონომიკა
ზურაბ პოლოლიკაშვილი - 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძლობით საქართველო მთელი მსოფლიოს წინაშე წარსდგება
„მშვიდობა და ტურიზმი" - ეს იქნება 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მთავარი თემა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ღონისძიება საქართველოში გაიმართება. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ვფიქრობ, განსაკუთრებული დღესასწაული შეგვიძლია მოვუწყოთ საქართველოს, მის ტურიზმის სექტორს", - ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში გამართული კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც 38-მა ქვეყანამ 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში ჩატარებას მხარი ერთხმად დაუჭირა. ზურაბ პოლოლიკაშვილის შეფასებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ძალიან მაღალ დონეზე ჩაატაროს აღნიშნული ღონისძიება და წარსდგეს არამხოლოდ კონკრეტულ მიზნობრივ ბაზრებზე, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე. „30 წელზე მეტია, რაც აღინიშნება მსოფლიო ტურიზმის დღე და ის ყოველწლიურად, სხვადასხვა კონტინენტზე იმართება. შემდეგი ჯერი იყო ევროპის და ევროპის კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, მომდევნო მსოფლიო ტურიზმის დღე აღინიშნოს საქართველოში. ეს არის ძალიან მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობენ საკმაოდ დიდი დელეგაციები მსოფლიოს ქვეყნებიდან. მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას ამ დიდი პასუხისმგებლობის აღებისა და ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის" - აღნიშნა ზურაბ პოლოლიკაშვილმა. ბულგარეთში გამართულ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 68-ე სხდომაში ქართული მხრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული მონაწილეობდნენ. კომისიის წევრები ევროპის 38 ქვეყნის ტურიზმის მინისტრები და ტურიზმის სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები არიან, რომლებმაც საქართველოს დელეგაციის ინიციატივას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 1 000 000 ლარი შეგროვდა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)