|
2023-06-01 11:30:12, 731 ნახვა
ეკონომიკა
OIV-ის სტუდენტები საქართველოში ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობას ეცნობიან
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ღვინის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები საქართველოში იმყოფებიან და ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობას ეცნობიან. სტუდენტებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც მათ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა ირაკლი ჩოლობარგიამ უმასპინძლა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. "ტურის ფარგლებში, მაგისტრანტები ეწვევიან ქართლს, კახეთს, სადაც გაეცნობიან ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას, დააგემოვნებენ სხვადასხვა სახეობის ქართულ ღვინოებს. სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები მეღვინეობის დარგს სხვადასხვა ქვეყანაში ეცნობიან. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OIV) აღნიშნულ სასწავლო პროგრამაში, სავიზიტო ქვეყნების სიაში საქართველო 2016 წლიდან ჩართო",- ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)