22:55 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 13:20:40, 1480 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთის მიერ დეპორტირებული 371 ბავშვი უკრაინაში დაბრუნდა

რუსეთის მიერ დეპორტირებული 371 ბავშვი უკრაინაში დაბრუნდა,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლიდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინაში გეგმა Bring Kids Back UA-ია ამუშავებული, რომელიც რუსეთის მიერ დეპორტირებული ბავშვების დასაბრუნებლად უკრაინის ხელისუფლების, პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით მოქმედებს.

"ჩვენ გვსურს, ბავშვები უკრაინაში რაც შეიძლება მალე დავაბრუნოთ, სანამ ისინი ჯერ კიდევ ბავშვები არიან. ეს არის ყველაზე მთავარი! ბავშვთა დაცვის ცენტრის გახსნისას, რომელიც დაუპირისპირდება რუსეთის დანაშაულებებს უკრაინელი ბავშვების მიმართ, გავეცანი Bring Kids Back UA-ს სამოქმედო გეგმას. უკრაინის მთავრობა, უცხოური მთავრობები და საერთაშორისო ორგანიზაციები აერთიანებენ ძალებს უკრაინის ყველა ახალგაზრდა მოქალაქის სამშობლოში დასაბრუნებლად.

პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - 371 უკრაინელი ბავშვი სახლშია. ჩვენ გვინდა ყველას დაბრუნება და ალბათ, მთავარი მნიშვნელობა პროგრამის სახელშია: Bring Kids Back UA. გულწრფელად ვუსურვებ ყველა ბავშვის დაბრუნებას სახლში და მე სრულად ვუჭერ მხარს ამ პროგრამას. მადლობა ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას ამ გზაზე",- განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკრაინელი ბავშვების იძულებით გაყვანის 19 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics