|
2023-05-31 12:29:30, 1032 ნახვა
ეკონომიკა
ცინცაძე - ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენციები ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და პოზიტიურად აისახება სიღარიბის შემცირების მაჩვენებლებზე
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5 % შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.3%-ს გაუტოლდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. „2023 წლის აპრილის თვეში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა მშენებლობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებმა. მნიშვნელოვანია, რომ აპრილის თვეში 20.4%-ით გაზრდილია ექსპორტის მოცულობაც, ხოლო წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ 100 %-ს გადააჭარბა", - აღნიშნა ცინცაძემ. მინისტრის მოადგილის შეფასებით, მთავრობის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე მხარდაჭერის ღონისძიებებს მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ინდუსტრიული მიმართულებით მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკური აქტივობის და სამუშაო ადგილების ზრდაზე და ხელს უწყობს ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირებას, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა 2022 წელს სიღარიბის და შემოსავლების უთანასწორობის მიმართულებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 1 000 000 ლარი შეგროვდა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)