|
2023-05-30 17:02:32, 992 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - ოპოზიციის უსუსური პროვოკაციული მცდელობების მიუხედავად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საზღვაო ტურისტული სეზონი იყოს წარმატებული
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე რეგიონში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბათუმის სწრაფი განვითარების და ტურიზმის სფეროში არსებული დინამიკის ფონზე, განსაკუთრებით უსუსურად გამოიყურება რადიკალური ოპოზიცია და მათი იაფფასიანი პროვოკაციები. თორნიკე რიჟვაძემ მოსახლეობას მოუწოდა მაქსიმალურად გამოიყენონ ტურისტული სეზონი, მთავრობა კი თავის მხრივ სტაბილურობის და მშვიდობის ფონზე მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სეზონის ეფექტურად ჩატარებას როგორც წელს, ისე მომავალში. „რაც შეეხება პოლიტიკურ ვითარებას, ამ ყველაფრის ფონზე განსაკუთრებით უსუსურად გამოიყურება რადიკალური ოპოზიცია - ნაციონალური მოძრაობა და მათი შესაბამისი დანაყოფები, აჭარის წარმომადგენლობა. ბუნებრივია ამ სიტუაციაში, კიდევ უფრო იმატებს მათი დესტრუქციული ქმედებები, იაფფასიანი პროვოკაციები. თუმცა, ჩვენთვის მთავარია საქმე, ის ტემპი, ის დინამიკა, რაც აძლიერებს თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, თითოეულ ჩვენს მცხოვრებელს. ბუნებრივია, ჩვენი პასუხი ამ იაფფასიან მინი შოუ-პროგრამებზე არის ჩვენი საქმე. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიუხედავად არსებული პროვოკაციული მცდელობებისა, სეზონი იყოს წარმატებული და მოსახლეობას, კიდევ ერთხელ, მინდა ვთხოვო, მოვუწოდო რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს სეზონი იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი გახდეს კიდევ უფრო ძლიერი ეკონომიკურად, თითოეული ოჯახი გახდეს კიდევ უფრო წელგამართული და რა თქმა უნდა, ჩვენ პოლიტიკური სტაბილურობის, მშვიდობის ფონზე მაქსიმალურად ეფექტურად ჩავატარებთ დაგეგმილ სეზონს როგორც წელს, ასევე მომავალშიც", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი უკვე აქტიურ ფაზაში შედის. 3-4 ივნისს ბათუმში ოფიციალურად საზღვაო ტურისტული სეზონი გაიხსნება. ვიზიტორთა სტატისტიკა აჭარაში მზარდია. საქსტატის მონაცემებით 2023 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტები აჭარაში გაზრდილია, გაორმაგებულია საერთაშორისო ვიზიტები 2022 წელთან შედარებით ( +93%). უნდა აღინიშნოს, რომ პირველ კვარტალში გაზრდილია ასევე განთავსების ობიექტებში დატვირთვა რეგიონში 41 %-ით. შესაბამისად ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია 102%- ით.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)