|
2023-05-29 23:17:18, 997 ნახვა
სამართალი
ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულს, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გენდერის ნიშნით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულს, უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 4 სექტემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში, საცხოვრებელ სახლში, ბრალდებულმა მეუღლეს სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული, მიყენებული ჭრილობების შედეგად 2022 წლის 23 ნოემბერს გარდაიცვალა. ასევე გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა თავის არასრულწლოვან შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. "პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში, შეუწყნარებლობის მოტივით, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ფაქტებზე წარუდგინა. 2023 წლის 29 მაისს, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ" და „კ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, გენდერის ნიშნით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა) და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)