10:22 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 14:09:44, 652 ნახვა

საზოგადოება
მართლმადიდებელი სამყარო უძღები შვილის კვირას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია მეზვერისა და ფარისევლის კვირის შემდეგ, უძღები შვილის კვირიაკეს აღნიშნავს.
დიდმარხვის მოსამზადებელ მეორე კვირიაკეს უძღები შვილის შვიდეული ეწოდება.
მართლმადიდებლურ ტაძრებში  უძღები შვილის კვირა დღეს, სახარებიდან იმ ადგილს კითხულობენ, სადაც უფალი უძღები შვილის დაბრუნებაზე საუბრობს.
სახარების მიხედვით, უძღებმა შვილმა მამისგან საკუთარი წილი მოითხოვა, შვილმა მამისგან მიღებული წილი მიიღო და შემდეგ უცხო ქვეყანაში განცხრომით ცხოვრებაში გაფლანგა. შვილმა სახლში დაბრუნება გადაწყვიტა და  მამას პატიება სთხოვა.  შვილის დაბრუნებით გახარებულმა მამამ შვილისთვის ნადიმი მოაწყო და ურძანა მოახლეებს  ზვარაკები დაეკლათ.
აღდგომის დიდმარხვის დაწყებას ყველიერის კვირა უძღვის, ამ კვირაში მორწმუნეებს ხორცის მიღება ეკრძალებათ.
დიდმარხვა  23 თებერვალს დაიწყება და 12 აპრილს გახსნილდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics