|
2023-05-24 12:05:36, 1282 ნახვა
ეკონომიკა
„ლექსუს თბილისმა", „თიბისი“ ჯგუფის მხარდაჭერით, ახალი თაობის ლექსუს RX წარადგინა
„ლექსუს თბილისის” ორგანიზებით და „თიბისი“ ჯგუფის მხარდაჭერით, შატო მუხრანში, 25 წლიანი ისტორიის მქონე, ლექსუს RX-ის მეხუთე თაობის მოდელის პრეზენტაცია გაიმართა. ბრენდის ერთგულ მოხმარებლებს, კომპანიის ბიზნეს პატრნიორებსა და საავტომობილო სფეროს ექსპერტებს, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი და შესრულებული, ვიზუალურად და ფუნქციურად სრულიად განახლებული ავტომობილის ახლოდან დათვალიერების, მისი შინაარსისა და დახვეწილი გარეგნული ელემენტების გაცნობის საშუალება მიეცათ. სიახლესთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ბრენდი ლექსუს RX-ის ტრადიციულ გზას აგრძელებს და მისი წინამორბედების ღირსეული მემკვიდრეა. ლექსუსი გამორჩეული ბრენდია ტექნოლოგიური სიახლეების და თანამედროვე დიზაინის მიმართულებით. თუმცა, მისი მთავარი ღირებულება სტუმარმასპინძლობის ტრადიციაა, რასაც იაპონურად ომოტენაში ეწოდება. იაპონური და ქართული კულტურების ეს საერთო ღირებულება „ლექსუს თბილისმა" მომსახურების სტანდარტად აქცია. მათ, ვისაც, ავტომობილის შეძენამდე ახალი RX-ის სატესტოდ მართვა აქვთ განზრახული, ლექსუს თბილისი საშუალებას აძლევს აღნიშნული მოდელის 3 სხვადასხვა ვერსია გამოსცადონ.
RX 350 აღჭურვილია 2.4 ლიტრის მოცულობის ტურბო ბენზინის ძრავით. წინა მოდელისგან განსხვავებით, შემცირებულია ძრავის მოცულობა და საწვავის მოხმარება, ავტომობილის სიმძლავრე კი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
RX 350h აღჭურვილია 2.5 ლიტრის მოცულობის ძრავით და მეოთხე თაობის ჰიბრიდული სისტემით. ამ ავტომობილის საწვავის მოხმარება ქალაქში 100 კმ-ზე დაახლოებით 6,5 ლიტრს შეადგენს.
მთავარი სიახლე RX 500h performance hybrid-ია, რომელიც F Sport დიზაინის გარდა, წარმოდგენილია ისეთი ახალ ტექნოლოგიებით, რომლებიც მის სპორტულ მართვას უზრუნველყოფენ. პირველად ლექსუსის ისტორიაში, ეს ავტომობილი ტურბირებული ძრავისა და ჰიბრიდული სისტემის ერთობლივ მუშაობას გვთავაზობს, რომლის დახმარებითაც, 371 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. „ლექსუს თბილისის" დაარსების დღიდან, „თიბისი“ კომპანიის ფინანსური პარტნიორი და მხარდამჭერია. „თიბისი“ კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, რომ 2023 წლის 30 ივნისამდე, ახალი თაობის Lexus RX-ის შეძენის შემთხვევაში, საჩუქრად მიიღოს:
„ლექსუს თბილისი" ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს და სრულ ტექნიკურ მომსახურებას სთავაზობს.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 1 000 000 ლარი შეგროვდა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)