|
2023-05-22 13:09:52, 1458 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ბულვარი საზღვაო სეზონისთვის ემზადება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ბულვარში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. აჭარის მთავრობის ცნობით, ბულვარში მიმდინარეობს საჯარო და კერძო ობიექტების რეაბილიტაცია-განახლება. "რეაბილიტაცია უტარდება ბულვარის კოლონადებს, ეწყობა საბავშვო კუთხეები, მიმდინარეობს გამწვანებითი სამუშაოები. ბათუმის ბულვარის კოლონადას სარესტავრაციო სამუშაოები უტარდება, რაც გულისხმობს მთლიანი კოლონადის ზედაპირის და დეკორატიული ელემენტების პირვანდელი სახით აღდგენას. სარეაბილიტაციო სამუშაოები იწარმოება კულტურული მემკვიდრეობის კანონის შესაბამისად რესტავრატორის ჩართულობით. ბათუმის ბულვარს შშმ პირებისთვის კიდევ ერთი ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, ტივტივა ეტლებით აღჭურვილი ლოკაცია შეემატება. ძველ ბულვარში არსებული საბავშვო კუთხის განახლება-რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, ბავშვთა გასართობი კუთხე გაფართოვდა და განახლდა ინფრასტრუქტურა. ბათუმის ბულვარში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე და ბათუმის ბულვარის დირექტორი ლაშა მიქელაძე გაეცნენ",- ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)