|
2023-05-10 00:48:12, 1795 ნახვა
სხვადასხვა
პუტინმა გამარჯვების აღლუმი НКВД-ს და КГБ-ს ვეტერანებთან ერთად გაატარა, რომლებსაც ომში მონაწილეობა არ მიუღიათ
ვლადიმერ პუტინმა გამარჯვების აღლუმი НКВД-ს და КГБ-ს ვეტერანებთან ერთად გაატარა, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომში პირდაპირი მონაწილეობა არ მიუღიათ. მოსკოვში, 9 მაისის გამარჯვების აღლუმის დროს, პუტინის გვერდით პოდიუმზე გამოცემა "სააგენტომ" ორი ე.წ „ვეტერანი“ გამოავლინა. პუტინის მარჯვენა მხარეს 98 წლის იური დვოიკინი იჯდა. 1942 წელს ის მოხალისედ დარეგისტრირდა, მაგრამ ფრონტზე არასოდეს წასულა. 1944 წელს იგი გაიგზავნა НКВД-ს შემადგენლობაში "დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე ნაციონალისტური მიწისქვეშა ორგანიზაციების აღმოსაფხვრელად და მათი განადგურების ოპერაციების ჩასატარებლად". პუტინის მარცხნივ იჯდა გენადი ზაიცევი. დაიბადა 1934 წელს და არ მონაწილეობდა ომში. სამსახურში გამოიძახეს 1953 წელს - სამსახურის დამთავრების შემდეგ ჯარში დარჩა. 1959 წელს ზაიცევი მსახურობდა კგბ-ში. 1968 წელს მან მონაწილეობა მიიღო ჩეხოსლოვაკიაში ანტისაბჭოთა პროტესტის ჩახშობაში და პრაღის გაზაფხულის ჩახშობაში. 1970-იან წლებში ზაიცევი ხელმძღვანელობდა ანდროპოვის მიერ შექმნილ ანტიტერორისტულ ჯგუფს ალფა.
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)