|
2023-05-08 10:40:28, 1048 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს აშშ-ს, ტაივანში სეპარატიზმის მხარდაჭერა შეწყვიტოს
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, ტაივანში სეპარატიზმის მხარდაჭერა შეწყვიტოს. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჩინეთში აშშ-ის ელჩთან, ნიკოლას ბერნსთან შეხვედრისას განაცხადა, ბაიდენის ადმინისტრაციამ ასევე უნდა შეწყვიტოს "ერთი ჩინეთის" პრინციპის განადგურება და ტაივანის დამოუკიდებლობის მხარდაჭერა. პეკინში გამართულ შეხვედრაზე პირველმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეაფერხა პოზიტიური იმპულსი სახალხო რესპუბლიკასთან, რომელსაც ორი ქვეყნის ლიდერებმა ბალიში შეხვედრისას მიაღწიეს. "შეუძლებელია, ერთი მხრივ, კომუნიკაციაზე საუბარი და მეორე მხრივ, ჩინეთის ინტერესების ჩახშობა ან შეკავება. არ შეიძლება ერთი რამის თქმა და მეორეს გაკეთება. აშშ-მა პატივი უნდა სცეს ჩინეთის წითელ ხაზებს და შეწყვიტოს მისი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესების შელახვა",- თქვა განმა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, მთავარი პრიორიტეტი ორმხრივი ურთიერთობების სტაბილიზაცია და დაღმავალი სპირალის თავიდან აცილებაა, რადგან ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ჩინეთისა და შეერთებული შტატებისთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც. ცნობისთვის, მიმდინარე წლის აპრილში, ჩინეთმა ტაივანის გარშემო სამდღიანი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა ჩაატარა. სახალხო რესპუბლიკამ წვრთნები, როგორც ჩანს, ტაივანის ლიდერის აშშ-ში ვიზიტის საპასუხოდ გამართა. აღნიშნულს გამოეხმაურა ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯოზეფ ვუ და განაცხადა, რომ სახალხო რესპუბლიკა ტაივანის წინააღმდეგ ომის დასაწყებად ემზადება. ტაივანის სრუტეში სამხედრო წვრთნები ჩინეთმა გასული წლის აგვისტოშიც, წარმომადგენელთა პალატის იმჟამინდელი სპიკერის, ნენსი პელოსის კუნძულზე ვიზიტის საპასუხოდაც გამართა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის აგვისტოში, პელოსის ვიზიტის შემდეგ, ჩინეთსა და ტაივანს, ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია. ბოლო 25 წლის განმავლობაში, პირველი ამერიკელი მაღალჩინოსნის კუნძულზე ჩასვლას ჩინეთმა „სრული ფარსი“ უწოდა და აშშ „დემოკრატიის საფარქვეშ ჩინეთის სუვერენიტეტის შელახვაში“ დაადანაშაულა. ტაივანი ჩინეთს გამოეყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც 1949 წელს ნაციონალისტური სამთავრობო ძალებისა და კომუნისტურის პარტიის ბრძოლაში, ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა. შედეგად, მაო ძედუნმა პეკინზე კონტროლი დაამყარა, ნაციონალისტურმა პარტიამ, ჩან კაიშის ხელმძღვანელობით კი, ტაივანს შეაფარა თავი და ჩინეთის რესპუბლიკა გამოაცხადა.
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)